თბილისი. 7 მაისი–Sputnik. საავტორო სიმღერის თბილისის II საერთაშორისო ფესტივალი გრიბოედოვის სახელობის თეატრში 12 — 15 მაისს გაიმართება. წელს ფესტივალი 9 მაისს დიადი გამარჯვების 70-ე წლისთავს ეძღვნება.
პირველი ორი საკონცერტო დღე, გრიბოედოვის თეატრის პატარა სცენაზე 19:00 საათზე გაიმართება. გალა კონცერტი შედგება დიდ სცენაზე 14 მაისს 19:00 საათზე. დასკვნითი საკლუბო კონცერტი და მასტერ —კლასი კი თეატრის საკონფერენციო დარბაზში 18:00 საათზეა დაგეგმილი.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20 მონაწილე 9 ქვეყნიდან: ჯავიდ იმამვერდიევი და იბრაგიმ იმამალიევი (აზერბაიჯანი), ალექსანდრ ბალი (ბელორუსია), დმიტრი კიმელფელდი (ისრაელი), ვიგანტას კაზლაუსკასი (ლიტვა), ალეკსანდრ ვანინი, ალეკსეი უშაროვსკი, ელენა გურფინკელი, მიხაილ განტმანი, ოლგა ვასილევა, დმიტრი ბიკჩენტაევი (რუსეთი), ოლგა არტიომენკო, და ოლეგ რუბანსკი(უკრაინა), ალეკსეი კუდრიავცევი(ჩეხეთი), ასევე სომხეთის წარმომადგენელი.
საქართველოს შემდეგი მონაწილენი წარმოადგენენ — ვახტანგ აროშიძე, ირინა პაროშინა, გიორგი ჭყონია, დავით მეზურნიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ნიკოლაი ჯინჭარაძე, რობ ავადიაევი.
გალა-კონცერტში მინაწილეობას ფესტივალის ყველა მონაწილე და ქართული ესტრადის ვარსკვლავები — ირმა სოხაძე, ბესიკ კალანდაძე, თემო საჯაია და ირინა მეღვინეთუხუცესი მიიღებენ.
„მოხარული ვარ რომ გამოვდივარ საავტორო სიმღერის შესანიშნავ ფესტივალზე. საავტორო სიმღერის ჟანრი ყოველთვის პოპულარული იყო და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. საინტერესოა თვით ფესტივალის იდეა, რადგან ნიჭიერ მონაწილეებს ეძლევათ კარგი საშუალება, რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ამ ინიციატივას ყოველმხრივ მივესალმები“ — განაცხადა ირმა სოხაძემ.
ფესტივალის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსსკი კლუბი“, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას ფონდ „რუსსკი მირ“-ის მხარდაჭერით ახორციელებს.