თბილისი. 7 მაისი–Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხუთშაბათს, 7 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტის – რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
საქვეყნოდ ცნობილი ფილმის „ჯარისკაცის მამა“ რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, თბილისში, 89 წლის ასაკში, 3 მაისს გარდაიცვალა. კინორეჟისორს ხუთშაბათს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
„დღეს ჩვენ ვეთხოვებით ადამიანს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ჰუმანისტურ იდეოლოგიაზე. ქართული საზოგადოება და ჩვენ მადლიერებითა და პატივისცემით მივაბარებთ მას ქართულ მიწას. დიდი მადლობა იმ წვლილისათვის, რაც მან დაუტოვა საქართველოს, იმ იდეალებისათვის რომლითაც მან გაზარდა არა მარტო ქართველთა არამედ სხვა ერების არა ერთი თაობა,“ — განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.