თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის დარგში ქეთევან ციხელაშვილმა სინანული გამოთქვა ცხინვალის რეგიონის(სამხრეთ ოსეთი) მიერ 9 მაისს ადმინისტრაციული საზღვრების ჩაკეტვის გამო.
8 მაისს, ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის 70–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის პერიოდში შემოიღო აკრძალვები ადმინისტრაციული საზღვრების გადმოკვეთის თაობაზე. აკრძალვა, რომელიც დაკავშირებულია „უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გატარებასთან“, ძალაშია 11 მაისადე.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით იკეტება ე.წ. გამშვები პუნქტები. აი, ასე იზღუდება თავისუფალი გადაადგილება და ნათელია, რომ ეს არის დამატებითი და აბსოლუტურად მიუღებელი შეზღუდვა. ჩვენ ვგმობთ მსგავს ქმედებას და ვთვლით, რომ ეს აშკარად მიუღებელია“,– განუცხადა ჟურნალისტებს ციხელაშვილმა.
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი(სამხრეთ ოსეთი) საქართველოს მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოცხადებული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის მხრიდან კი მოხდა მათი დამოუკიდებლობის აღიარება. მოსკოვის ამ ქმედების საპასუხოდ თბილისმა შეწყვიტა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა.