თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის სია გადაუგზავნა ნდობის ვოტუმისთვის ხმის მისაცემად, — იტყობინება ქვეყნის მეთაურის პრეს-სამსახური.
”საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტს მთვრობის ახალი შემადგენლობის სია წარუდგინა”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მანამდე მთავრობის ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დაგვიანება გარკვეულ უხერხულობას ქმნის დასავლელ პარტნიoრებთან ურთიერთობაში იმის გათვალისწინებით, რომ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები და ვიზიტები. პრემიერმა ღარიბაშვილმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა არ შეიცვლებოდა.