პრემიერის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობა არ შეიცვლება

© пресс-служба премьер-министра Грузииირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტისაგან მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის წარდგენას მოელის.

 

 თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. 

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ  პრეზიდენტისათვის გადაგზავნილი  მთავრობის შემადგენლობის განახლებული სია პარლამენტში დროულად გადაიგზავნება. როგორც ვიცი პარლამენტი –პოზიცია –ოპოზიცია – სრულ მზადყოფნაშია’’, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

 მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს არსებულ ვითარებას.

 

გუშინ,  საპარლამენტო ოპოზიციის,  „თავისუფალი დემოკრატებისა’’  და ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’  წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ნდობა გამოუცხადონ განახლებულ მთავრობას.

ყველა ახალი ამბავი
0