მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის სასამართლომ სამხილები სახელმწიფო გადატრიალების შესახებ შეთითხნილად მიიჩნია

© AP Photoრეჯებ თაიფ ერდოღანი
რეჯებ თაიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბოლის სასამართლოს განცხადებით, დადგენილია, რომ ორ დისკზე არსებული ინფორმაცია გაყალბებულია. სასამართლოში ისიც აღნიშნეს, რომ ეჭვი არსებობს იმ დისკებთან დაკავშირებითაც, რომლებიც საფუძვლად დაედო ბრალდებას.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სტამბოლის სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე წლის აპრილში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა 298 ოფიცერს, რომლებსაც 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალებისა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ხელისუფლების დამხობის მომზადება ედებოდათ ბრალად, – ინფორმაციას  "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

სასამართლო განხილვა სტამბოლის პროკურატურამ 2010 წლის იანვარში გაზეთ ”თარაფში” გამოქვეყნებული სკანდალური მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. მასალებში ნათქვამია, რომ თურქეთის არმიამ, რომელმაც 1960 წლიდან მოყოლებული სამჯერ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, კიდევ ერთხელ მოამზადა სტამბოლის მეჩეთებში აფეთქებების მოწყობისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გეგმა. სამხედროებმა ამის პასუხად განაცხადეს, რომ გეგმა, რომელზეც საუბრობდა გაზეთი, იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი სემინარის სამხედრო თამაშის სცენარი და მეტი არაფერი. შესაბამისად, მას არაფერი ჰქონდა საერთო სინამდვილესთან.

2012 წლის სექტემბერში თურქეთის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მაღალჩინოსან სამხედროებს. თურქეთის საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლებს 20-20 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო დანარჩენ მაღალჩინოსნებს 16-დან 18 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.

თუმცა, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის ივნისში დაადგინა, რომ საქმის მონაწილე ბრალდებულთა უმრავლესობის უფლებები წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების ნაწილში დაირღვა, რის შემდეგაც ყველა განსასჯელი გაათავისუფლეს.

მიმდინარე წლის მარტში სტამბოლის სასამართლომ გაზეთ ”თარაფის” რეპორტიორის, მეხმეთ ბარანსუს დაპატიმრების სანქცია გასცა, რომელსაც დოკუმენტების ფალსიფიკაცია ედება ბრალად. 


ყველა ახალი ამბავი
0