საქართველოს პრეზიდენტი კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კმაყოფილია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რის საფუძველზეც პარლამენტისთვის მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირის ვადით გადაიდო.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 1 მაისს უარი განაცხადა ხელი მოეწერა მისთვის წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატების სიაზე და პრემიერსა და პარლამენტს ერთი კვირა მისცა მშვიდ გარემოში მთავრობის ახალი შემადგენლობის განსასაზღვრად.

 

”ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში. კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩატარდა  "უმრავლესობის" პოლიტსაბჭოს სხდომა, იყო მსჯელობები დეპუტატებთან – აი ეს არის ნორმალური დემოკრატიული წესრიგი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ. და მჯერა, რომ ამ პროცესმა დადებითი შედეგი გამოიღო”, –  განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს. 

ყველა ახალი ამბავი
0