თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, დოკუმენტი ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნისათვის განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარული სააგენტოს მიერ 5 მილიონიანი გრანტის გამოყოფას მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. გრანტი გათვალისწინებულია იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც თან სდევს ”რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტს” და რომელიც 2014 წლიდან ხორციელდება ქვეყანაში.
”მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს დახმარებას. მისი მეშვეობით გამოიძებნა დამატებითი ფინანსური რესურსი ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად, რათა რეგიონების მოსახლეობამ სრულყოფილი მომსახურებით ისარგებლოს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მსოფლიო ბანკმა მოცემული პროექტისთვის უკვე გამოყო 30 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის რეალიზაცია 2015-2017 წლებში იგეგმება.