არასაპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

გამოწერა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს არ წარუდგინოს პარლამენტს ნდობის ვოტუმისთვის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის ის სია, რომელიც მას პრემიერმა ღარიბაშვილმა გადაუგზავნა.

თბილისი, 6 მაისი –Sputnik. მიმართვას, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილს დღეს გადაეგზავნა,  ხელს აწერს  ჯონდი ბაღათურია  – ”ქართული დასიდან”, სოსო შატბერაშვილი –  ”მემარცხენეთა ალიანსიდან” და  დავით თარხან-მოურავი ”საქართველოს პატრიოტთა  ალიანსიდან”.

”ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციური წესრიგის გარანტს – წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ისეთი შემადგენლობა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული კრიზისის გადალახვას  მას შემდეგ, რაც სიტუაციაში გაერკვევით, პრემიერთან პირისპირ შეხვედრისას კონსულტაციებს გაივლით და შეთანხმდებით”, – ნათქვამია მიმართვაში.

ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ მთავრობის ფორმირების საკითხზე მუშაობისას პრემიერ-მინისტრი წნეხის ქვეშ იყო.

”ქართულ საზოგადოებასა და  პოლიტიკურ სპექტრში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების პროცესში, მინისტრთა კანდიდატურების შერჩევისას, პრემიერ-მინისტრი იყო ზეწოლის ქვეშ და ზეწოლას ახორციელებდა არაკონსტიტუციური, არაფორმალური სტატუსის მქონე პირი…  ამით უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და სუვერენიტეტი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0