საქართველომ 7.3 მილიონი დოლარი დახარჯა EBRD–ის ფორუმის გამართვისათვის

© пресс-служба Ираклия Гарибашвилиправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გასამართად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულდა.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 17 მილიონ ლარზე მეტი გამოყო თბილისში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გასამართად. ფორუმში,  რომელიც თბილისში 13–15 მაისს ჩატარდება, 60–ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია  და დაახლოებით 1500 ბიზნესმენი  მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ძირითადი ნაწილი შედგება საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობასა და მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში, ხოლო გახსნის ცერემონია  გაიმართება  რუსთაველის თეატრში.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ… თითოეულმა ჩვენთაგანმა დავინახეთ, რომ ყველაფერი შესრულებულია უმაღლეს დონეზე. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ამისათვის,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც  EBRD –ის მოსამზადებელი სამუშაოების შედეგებს გაეცნო.  

ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება EBRD–ის მმართველმა საბჭომ მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად  საქართველოში ჩამოვლენ EBRD–ის მმართველები, რომელთაგანაც 34 ფინანსთა მინისტრია. ასევე ალტერნატიული მმართველები, ბიზნესის,  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ყველა ახალი ამბავი
0