ვლადიმირ პუტინი ქართველ ერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ულოცავს

© photo: SputnikГрузия флаг
Грузия флаг - Sputnik საქართველო
გამოწერა
9მაისს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქართველ ერს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  გამარჯვების 70–ე წლისთავს ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70–ე წლისთავს. ეს გამარჯვება ჩვენი ერების საერთო და შეუფასებელი მონაპოვარია, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ დაუნდობელი მტრის წინააღმდეგ და იხსნეს მსოფლიო ნაციზმისგან. დღეს ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს,  არ მოვაკლოთ ყურადღება და მზრუნველობა ომის ვეტერანებს და შრომით ფრონტს. ასევე მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ ისტორიაში  ცვლილებების შეტანა და ომის დროინდელი მოვლენებისა  და ფაქტების აღმოფხვრა,“ – ნათქვამია   მიმართვაში.

ამასთანავე,  პუტინმა დაადასტურა, რომ საბრძოლო ძმობა და მეგობრობა კონსტრუქციული დამოკიდებულების გასამყარებლად საიმედო ფუნდამენტი აღმოჩნდება.

 

„დარწმუნებული ვარ, ომის წლებში გაჩენილი საბრძოლო ძმობა და მეგორბობა, კვლავ საფუძვლად ჩაეყრება კონსტრუქციული,  კეთილმეზობლური და  სასარგებლო  ურთიერთობების გამყარებას რუსეთსა და საქართველოს შორის. მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენს ქვეყანაში მცხოვრები ვეტერანების მიმართ, რომლებმაც  დიდი  წვლილი შეიტანეს  სამამულო ომის გამარჯვებაში. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, ხოლო მთელ ქართველ ერს – მშვიდობასა და კეთილდღეობას, “ – ხაზგასმით აღნიშნავლადიმირ პუტინმა. 

ყველა ახალი ამბავი
0