გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია

© public domainпрокуратура суд правосудие
прокуратура суд правосудие - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფედერაცია გმობს საფეხბურთო მატჩების გარიგების ფაქტს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ფედერაცია მხარს უჭერს და  მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს  ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მსგავსი ჩაწყობილი და გარიგებული მატჩების  ორგანიზატორთა და ამ პროცესებში ჩართულ პირთა გამოვლენის საკითხში. როგორც ცნობილი  გახდა, გუშინ, თბილისსა და ქუთაისში  დააკავეს ფეხბურთის ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილე  კლუბების 8 წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალად ედებათ მატჩებზე გარიგების დადება პირადი შემოსავლების გაზრდის მიზნით.

„სამწუხაროდ დაგროვილი გამოცდილება, ფედერაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების შეუვალი პოზიცია მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, უგულვეებელყო ზოგიერთმა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა  და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებმა. დაკავება, საფეხბურთო ოაჯხიდან განთესვა და სხვა უმკაცრესი სადამსჯელო ზომების მიღება არ აღმოჩნდა საკმარისი  მათთვის, რომ გაეცნობიერებინათ რისკი და საშიშროება, რომლის წინაშეც მსგავსი ქმედების გამო შეიძლება აღმოვჩნდეთ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საფეხბურთო ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები და დანარჩენი პირები, სრულად აცნობიერებენ ზიანს, რომელსაც აყენებენ ქართულ ფეხბურთს ამგვარი გარიგებებით.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0