თბილისი, 6 მაისი – Sputnik. გენერალი კაპანაძე სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატში შეხვდა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ–პოლკოვნიკ ზაკირ გასანოვსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურს გენერალ ნაჯეტ ოზელს, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
„რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი შეიარაღებული ძალების გაძლიერება გახლდათ,“ – განაცხადეს სამინისტროს პრეს–სამსახურში.
სამი ქვეყნის მაღალჩინოსანი სამხედრო პირების შეხვედრა, 2015 წლის აპრილში თბილისში გამართული მინისტერიალის გაგრძელებაა. ვიზიტის დროს საქართველოს გენშტაბის მეთაური IDEF-ის საერთაშორისო მრეწველობის გამოფენასაც ეწვია, რომელიც თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით წელიწადში ორჯერ ტარდება.