თბილისი, 5 მაისი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ აქტივისტებმა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს მოთხოვნით –გადადგეს გიორგი კვირიკაშვილი. ტელეკომპანია „რუსთავი–2“ –ის ინფორმაციით, მომიტინგეებმა აქციაზე მიიტანეს ტრანსფარანტები წარწერებით: „ოროსანთა კანტორა;" „მთავრობა = კორუპცია! ნეპოტიზმი! უძლურობა!“; „რიგითი ლარიანის გადასარჩენად“.
საქართველოს ეროვნული ვალუტა 20 ნოემბრიდან აქტიურად უფასურდება და სავაჭრო ბირჟაზე კურსი განისაზღვა 2.3221GEL/$1, მანამდე ლარის კურსი 1,74 — 1,76 GEL/$1 შეადგენდა.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა. ჩვენ მინისტრს კალკულატორი მივუტანეთ იმისათვის, რომ კარგად დაითვალოს თუ როგორი კრიზისია ქვეყანაში. თავად ამ ყველაფერს ვერ ხედავენ, შესაბამისად, არც კრიზისიდან გამოსვლის გეგმა აქვთ. ამიტომ ამ ხალხმა უნდა დატოვონ თანამდებობები,"– განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი – მედიატორი“–ს ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობას ლარის კურსის დარეგულირების გეგმა წარუდგინა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: მოკლევადიანი (2015 წლის მარტი–ივნისი), საშუალოვადიანი (2015 წლის ბოლომდე) და გრძელვადიანი (2015 – 2017 წწ.).