test ზუგდიდში ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის საპროტესტო აქციით დახვდნენ

© photo: SputnikГрузия флаг
Грузия флаг - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ძალიან დამძიმებულია კრიმინალური სიტუაცია და ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს. გია ვოლსკი არის ეფესბეს აგენტი", – განაცხადა "თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელმა ლევან თორიამ.

თბილისი, 28 აპრ — SPUTNIK. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის ზუგდიდში ჩასვლა გააპროტესტეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ნაციონალური მოძრაობის" 200-მდე მხარდამჭერი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შენობის წინ იმყოფება. აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს შორის ანაკლიის მცხოვრებლებიც არიან, რომლებიც უმრავლესობისგან ანაკლიის შეჩერებულ პროექტებზე ინფორმაციას ითხოვენ.
"ძალიან დამძიმებულია კრიმინალური სიტუაცია და ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს. გია ვოლსკი არის ეფესბეს აგენტი", – განაცხადა "თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელმა ლევან თორიამ.
აქციის მონაწილეებს პლაკატები აქვთ, სადაც უმრავლესობის დეპუტატების გვარები წთლად არის გადახაზული.
უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში დაახლოებით 300-მდე ადამიანი ესწრება. აქ იმყოფებიან სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქის და რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეები მერაბ ქვარაია და ლაშა გოგია და რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია.
ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს ზუგდიდის მოსახლეობას ხვდებიან.
ადგილობრივებს საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობას ფრაქციის ხელმძღვანელები გააცნობენ. ეკა ბესელია შეკრებილებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასული წლის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
შეხვედრაზე უმრავლესობის წარმომადგენლები მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხებენ.
"ქართულ ოცნებაში" ზუგდიდში შეხვედრის დაგეგმვასა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ანტიკორუფციული კომიტეტის გურჯაანიდან სამეგრელოში გადანაცვლებას შორის კავშირს უარყოფენ. მათი თქმით, აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგეგმეს.

ყველა ახალი ამბავი
0