test დავით ბერძენიშვილი ახლო მომავალში მთავრობის ხელახალი ნდობის საკითხის დასმას არ ელოდება

© пресс-служба Ираклия Гарибашвилиправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ბერძენიშვილი ამბობს, რომელიმე მეშვიდე მინისტრის შეცვლა მთავრობაში არ განიხილება. სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის საკითხთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია.

თბილისი, 28 აპრ — SPUTNIK. საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება — რესპუბლიკელების" ხელმძღვანელი დავით ბერძენიშვილი ახლო მომავალში პარლამენტის წინაშე მთავრობის ხელახალი ნდობის საკითხის დასმას არ ელოდება.
როგორც ბერძენიშვილი ამბობს, რომელიმე მეშვიდე მინისტრის შეცვლა მთავრობაში არ განიხილება. ამ კონტექსტში სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ამაზე პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია.
"ლევან ყოფიანის მიმართ ფედერაციები და მათი ხელმძღვანელები კეთილგანწყობილნი არიან. თუკი ვინმეს უჩნდება კითხვა, თუ რატომ აქვს ჭადრაკის ფედერაციას დიდი დაფინანსება, ვულოცავ ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობას. ეს არის პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ჭადრაკის ფედერაციას უფრო მაღალი დაფინანსება. ისიც ვიცი, რომ ძიუდოს ფედერაცია ძალიან წარმატებული ფედერაციაა, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ყიფიანთან თანამშრომლობს. ვიცი, რომ ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობის, რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელი სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობს", — აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბერძენიშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი უპირისპირდება, რომლის წარმომადგენლებიც ყიფიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ.
მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მოპოვება მოუწევს.

ყველა ახალი ამბავი
0