თეა წულუკიანი - მაჟორიტარობის ინსტიტუტი ერთი ხელის მოსმით გასაუქმებელი არ არის

© photo: SputnikГрузия флаг
Грузия флаг - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთლიანობაში საარჩევნო კოდექსის რეფორმა აუცილებელია და მთავრობა ამისთვის მზად არის. მთავარია პრინციპებზე შეთანხმება შედგეს.

თბილისი, 28 აპრ — SPUTNIK. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემა კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ პირველ რიგში წარმომადგენლობითობის პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, მისი თქმით, არ შეიძლება საქართველოს პარლამენტში მესტიასაც და ნაძალადევსაც ჰყავდეს თითო წარმომადგენელი.
"ეს ნიშნავს რომ 142 000 ამომრჩეველი არის ერთი ადამიანით წარმოდგენელი და 8 000-მდე ამომრჩეველი ასევე ერთი ადამიანით არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს არის თანასწორობის პრინციპის დარღვევა და ეს არის გამოსასწორებელი. მაჟორიტარი თუკი ნამდვილად მოწადინებულია საქმის გასაკეთებლად და ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად, მაჟორიტარობის ინსტიტუტი ერთი ხელის მოსმით გასაუქმებელი არ არის", — განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, არის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა რეფორმაც აუცილებელია. წულუკიანის განცხადებით, მთლიანობაში საარჩევნო კოდექსის რეფორმა აუცილებელია და მთავრობა ამისთვის მზად არის.
"მთავარია პრინციპებზე შეთანხმება შედგეს. ამ პროცესში წამყვანი არის პარლამენტი და არა მთავრობა. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ამ რეფორმაზე მუშაობაში. საარჩევნო კოდექსი საჭიროებს რეფორმას და გაუმჯობესებას", — განაცხადა წულუკიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0