test მარგველაშვილი - პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია პლურალისტურ ველზე

© пресс-служба Георгия МаргвелашвилиАлександр Лукашенко и Георгий Маргвелашвили
Александр Лукашенко и Георгий Маргвелашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, როდესაც ევროპულ სათამაშო ველს შევქმნით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისი, 28 აპრ — SPUTNIK. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ ველს შევქმნით, — ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, წინა შეხვედრაზე დაგეგმეს, რომ შეხვედრების ციკლი გაგრძელდებოდა.
"ეს შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩვენ შეხვედრების რეჟიმში ვსაუბრობთ იმ ამოსავალ პირობებზე, რომელმაც უნდა შექმნას შესაძლებლობა უფრო დემოკრატიული, უფრო პლურალისტური საზოგადოებისა საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ ველს შევქმნით", — განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, წინგადადგმული ნაბიჯია, რომ საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება იქმნება, იცვლება და ფორმირდება ამომრჩევლების ნების საფუძველზე.
"ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, როდესაც უკვე მართლა ევროპულ სათამაშო ველს შევქმნით. როდესაც პარლამენტი იქნება დაკომპლექტებული ძლიერი, სტაბილური და არა ერთი და ორი პოლიტიკური ძალის მიერ. შესაბამისად, ჩვენი შეხვედრების ლაიტმოტივი, ბუნებრივია, არის ის ინტერესი, რაც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩემთვის ეს არის ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელოვანი რანგის თემა, ჩვენი დემოკრატიულობის სტაბილურობის თემა. ამიტომ, მივესალმები ჩვენს შეხვედრებს და იმედი მაქვს, რომ შეხვედრების შემდეგ ჩვენ ნაბიჯებს გადავდგამთ იქეთკენ, რომ რეალურად უზრუნველვყოთ საკანონმდებლო ცვლილებები, იმ სისტემების შეცვლა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0