საქართველოში საწვავი გაძვირდა

© Investments.Academicбензин горючее топливо
бензин горючее топливо - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საწვავზე ვისოლის ქსელში ფასები ასე გამოიყურება: ეკო სუპერი - 1.99 ლარი, ეკო პრემიუმი - 1.94 ლარი; ეკო რეგულარი - 1.81 ლარი; ეკო დიზელი - 1.94 ლარი; ეკო სუპერი 100 - 2.20 ლარი; ევრო რეგულარი -1.78 ლარი; დიზელ ენერჯი -1.79 ლარი.

თბილისი, 27 აპრ — SPUTNIK. საქართველოში საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. როგორც "wissol"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი "bpn.ge"-სთან საუბრისას აღნიშნავს, 26 აპრილიდან "ვისოლის" ქსელში ფასებმა 5 თეთრით მოიმატა ეკონომ პროდუქტებზე. ამჟამად საწვავზე ვისოლის ქსელში ფასები ასე გამოიყურება: ეკო სუპერი — 1.99 ლარი, ეკო პრემიუმი — 1.94 ლარი; ეკო რეგულარი — 1.81 ლარი; ეკო დიზელი — 1.94 ლარი; ეკო სუპერი 100 — 2.20 ლარი; ევრო რეგულარი —1.78 ლარი; დიზელ ენერჯი —1.79 ლარი. 

დღეიდან 5 თეთრით გაძვირდა "ლუკოილის" ქსელში არსებული ყველა პროდუქტი. ამჟამად "ლუკოილში" ევროსუპერი — 1.99 ლარი; პრემიუმ ავანგარდი — 1.89 ლარი; ევრო რეგულარი — 1.73 ლარი, ხოლო ევროდიზელი 1.89 ლარი ღირს. 26 აპრილიდან ფასებმა ყველა პროდუქტზე 5 თეთრით მოიმატა "სოკარშიც". დღეს "სოკარში" საწვავის შეძენა მსურველს შემდეგ ფასად შეუძლია: სუპერი — 1.99 ლარი, ნანო პრემიუმი — 1.89 ლარი; ევრო რეგულარი- 1.78 თეთრი; ნანო რეგულარი — 1.75 თეთრი, ნანო დიზელი — 1.76 ლარი, ევრო დიზელი — 1.94 ლარი.

"გალფში" საწვავის შეძენა შემდეგ ფასად არის შესახლებელი: G-force პრემიუმი- 1.95 ლარი; G-ფორცე ევრო რეგულარი —1.89 ლარი; რეგულარი- 1.79 ლარი; ევრო დიზელი — 1.79 ლარი; G-force ევრო დიზელი — 1.95 ლარი; "რომპეტროლში" კი საწვავის შეძენა მომხმარებელს შემდეგ ფასად შეუძლია: ეფიქსი სუპერ ევრო — 1.99 ლარი, ეფიქსი ევრო პრემიუმი- 1.87 თეთრი, ევრო რეგულარი —1.68 ლარი, ეფიქსი ევრო დიზელი — 1.89 ლარი, ხოლო ევრო დიზელი — 1.74 ლარი.


ყველა ახალი ამბავი
0