მაისის დასაწყისამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გამოწერა
29 აპრილს კი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში _ 28 გრადუსს.

თბილისი, 27 აპრ — SPUTNIK. მაისის დასაწყისამდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც SPUTNIL-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა,  სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა —ელჭექით. 

29 აპრილს კი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში _ 28 გრადუსს.

30 აპრილს კი ქვეყნის უმეტეს რაიონებში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე დაიწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25 გრადუსამდე. ამასთან, დროგამოშვებით იქროლებს ქარი, რომელის სიჩქარე წამში 20 მეტრი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში, შესაძლებელია სეტყვაც.

1 მაისს სინოპტიკოსები კვლავ უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

ყველა ახალი ამბავი
0