ლუკაშენკო – გონიერი ადამიანები ვართ და თანამშრომლობის სქემებს მოვძებნით

© пресс-служба Георгия МаргвелашвилиАлександр Лукашенко и Георгий Маргвелашвили
Александр Лукашенко и Георгий Маргвелашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისივე თქმით, საქართველოსა და ბელორუსის მთავრობები, ბიზნესმენების დახმარებით, გუშინ შეთანხმდნენ პერსპექტივაზე 200-მილიონის ოდენობით, რისთვისაც ხელი არ შეუძლია ამ ქვეყნების ვალდებულებებს სხვადასხვა კავშირებისადმი.

თბილისი, 23 აპრ — SPUTNIK. "საქართველოს პრეზიდენტმა თქვა ძალიან ძლიერი ფრაზა: "ახალი კავშირები, ახალი შესაძლებლობებია" და მგონი, აქ უნდა დავსვათ წერტილი, — გიორგი მარგველაშვილის განცხადების ეს პერიფრაზი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ორმხრივ ურთიერთობებში ხომ არ ქმნის დაბრკოლებებს ის ფაქტი, რომ საქართველო – ევროკავშირისკენ, ხოლო ბელორუსი ევრაზიულ კავშირში ინტეგრირდება.

"ეს არის ძირითადი, რისი თქმაც იყო საჭირო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები საბაჟო კავშირის თვალსაზრისით, ამავდროულად საქართველოს ეს ვალდებულებები აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. კი, ჩვენ გვაქვს ასეთი ვალდებულებები, მაგრამ ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. შეიძლება, ამ ორ გიგანტურ კავშირს დიდი პერიოდი დასჭირდეთ ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეს ძალიან მარტივია", — განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, საქართველოსა და ბელორუსის მთავრობები, ბიზნესმენების დახმარებით, გუშინ შეთანხმდნენ პერსპექტივაზე 200-მილიონის ოდენობით, რისთვისაც ხელი არ შეუძლია ამ ქვეყნების ვალდებულებებს სხვადასხვა კავშირებისადმი.

"აქ არანაირი დაბრკოლება არ შეიძლევა იყოს. ჩვენ გონიერი ადამიანები ვართ, გონიერი სახელმწიფოები და ჩვენ მოვძებნით იმ სქემებს, იმ ალტერნატივებს, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ეს თანამშრომლობა ისე, რომ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში თუ საბაჟო კავშირში, ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზიები არ ჰქონდეთ", — განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 

ყველა ახალი ამბავი
0