თბილისი, 23 აპრ — SPUTNIK. საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააფორმეს. განცხადებას გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე ხელი მოაწერეს.
განცხადებაში ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებებზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მხარეები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში სუვერენიტეტის, მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის, ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას ადასტურებენ.
ასევე, მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა სფეროში. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება სულ 15 პუნქტიანია, შედგენილია ორ თანაბარუფლებიან ეგზემპლარად რუსულ და ქართულ ენაზე.