ლუკაშენკო - ჩვენ არასოდეს გვიღალატია თქვენთვის, ურთულეს სიტუაციებშიც კი

© пресс-служба Георгия МаргвелашвилиАлександр Лукашенко и Георгий Маргвелашвили
Александр Лукашенко и Георгий Маргвелашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დსთ დატოვა, ბელარუსსა და საქართველოს შორის ისევ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.

 

თბილისი, 23 აპრ — SPUTNIK. ბელარუსი საქართველოს ყოველთვის განიხილავს, როგორც ახლო და მეგობრულ ქვეყანას, — ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველ კოლეგა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ეხმიანება ორივე ქვეყნის ინტერესს. საქართველო ჩვენთვის წარმოადგენს მთელს კავკასიაში პოტენციურ, პერსპექტიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პატრნიორს. 2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ საკმაოდ დაბალი რაოდენობა — 65 მილიონი დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ციფრი, რომელიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. ამიტომ, ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის. თქვენ იცით, რომ ჩატარდა ძალიან ფართომასშტაბიანი ბიზნესფორუმი. ჩვენს დელეგაციაში იყო 50 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი და ამ ბიზნესფორუმის საფუძველზე ტვირთბრუნვის 200 მილიონამდე გაზრდას ვხედავთ", — განაცხადა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე ასეთი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დსთ დატოვა, ბელარუსსა და საქართველოს შორის ისევ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. 

"ჩვენ არასოდეს გვიღალატია თქვენთვის, ურთულეს სიტუაციებშიც კი. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ბელარუსის ურთიერთობა საბაჟო კავშირთან. გონიერი ადამიანები ყოველთვის მოძებნიან თანამშრომლობის ფორმას ურთულეს პერიოდშიც კი. აქ კი ასეთი პერიოდები და კატასტროფები არ გვაქვს. ღმერთმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად უნდა დავარეგულიროთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები", — განაცხადა ლუკაშენკომ. 

მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე მოხდა შეთანხმება ერთობლივი საწარმოების შექმნაზე.

"ერთობლივი საწარმოების შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოს ან ბელარუსის ტერიტორიაზე და ვაწარმოოთ საჭირო პროდუქცია, შემდეგ გავყიდოთ მთელ მსოფლიოში, ეს უფრო რთული მისაღწევია, მაგრამ ამავდროულად რეალური", — განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ დარწმუნებულია, უახლოეს წლებში ეს პროექტები განხორციელდება. 

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არიან საქართველოს დაეხმარონ ტექნიკის, ტრანსპორტის და სამედიცინო პრეპარატების კუთხით და უკვე არსებობს კონკრეტული შეთანხმებები. 

"ჩვენ ასევე შევთანხმდით სამთავრობო დონეზე, რომ იქნება დამუშავებული კონკრეტული პროექტები, რომელიც გაზრდის სავაჭრო და და ეკონომიკურ პოტენციალს", — განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0