უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

Михаил Саакашвили
Михаил Саакашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ოთხშაბათს შეხვედრები გამართა ქვეყნის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, იუწყება სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახური ხუთშაბათს, 16 აპრილს.

თბილისი, 17 აპრ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ოთხშაბათს შეხვედრები გამართა ქვეყნის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, იუწყება სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახური ხუთშაბათს, 16 აპრილს.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რიგის 20-21 მაისის „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და საქართველოს მოლოდინებზე. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.

 „უნგრეთის მხარის წამომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული შედეგები და დაადასტურეს უნგრეთის ხელისუფლების მზაობა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხადაჭერის თაობაზე“, – ნათქვამია ცნობაში.

უნგრეთის მხარემ აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

 „ასევე ხაზგასმული იყო, რომ უნგრეთი მუდამ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი, გამოხატული იყო შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების გამო“, – აღნიშნულია ცნობაში.

 

2014 წლის დეკემბერში რუსეთმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გააფორმა ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. უკვე მარტში მხარეებმა სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს. 2015 წლის თებერვალში რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, ხოლო მარტში აფხაზეთთან მემორანდუმს „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შესახებ“. ამას გარდა მარტში მოსკოვმა და ცხინვალმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“.

ყველა ახალი ამბავი
0