მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სირიაში წამსვლელთა კონტროლი რთულია – შსს

გამოწერა
არსებობს იმ პირთა კონტროლის სირთულეები, ვინც საქართველოს ტოვებს სირიაში წასვლის მიზნით, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხუთშაბათს, 16 აპრილს.

თბილისი, 17 აპრ.  არსებობს იმ პირთა კონტროლის სირთულეები, ვინც საქართველოს ტოვებს სირიაში წასვლის მიზნით, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხუთშაბათს, 16 აპრილს.

აპრილში სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი საქართველოს ორი მოქალაქე გადავიდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია. სოციალურ ქსელებში მალე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე გადაღებული მათი ფოტოები გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გომელაურმა განაცხადა, მათგან მხოლოდ ერთი იყო არასრულწლოვანი, ხოლო სამინისტრო არკვევს, როგორ მოახერხა მან საზღვრის გადაკვეთა და თურქეთში გადასვლა.

 „თურქეთში თუ ზრდასრული მოქალაქე მოინდომებს წასვლას, ჩვენ ამას ხელს ვერ შევუშლით. ხოლო სად წავა ის თურქეთიდან, ძალიან ძნელი გასაკონტროლებელია. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს პრობლემა პანკისის ხეობაში უკვე ათეული წლებია არსებობს“, – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

მანამდე ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სირიაში იმყოფება და სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას 50-დან 100-მდე ახალგაზრდა პანკისის ხეობიდან.

 

ოპოზიციის წარმომადგენლები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ არ იღებს სათანადო ზომებს, რათა აღკვეთოს იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც პანკისის ხეობაში სირიაში საომრად გაგზავნის მიზნით ახალგაზრდების გადაბირებით არიან დაკავებული.

ყველა ახალი ამბავი
0