სიუჟეტში მოთხრობილია მესხეთში მცხოვრებ 49 წლის გურამ სუდაძეზე, რომელიც ექსკლუზიური მოდელის ავტომობილის ავტორია.
,,ახლა მესამე მანქანის აწყობა მაქვს დაწყებული. იგი დაახლოებით, ჰენრი ფორდის 1933 წლის ორადგილიან „ფორდ კუპეს“ ემგვანება, „ბე-ემ-ვეს“ ტურბირებული ძრავით იქნება, თანაც, მასზე 200 კგ-ით მსუბუქიც გამოვა“,- ამბობს გურამ სუდაძე, რომელსაც ჟურნალისტი ირმა ლეჟავა შეხვდა.