თბილისში პირველად უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსული კინოს ფესტივალი გაიხსნა

გამოწერა
ელდარ რიაზანოვმა აღნიშნა, რომ ფესტივალის ერთადერთი ამოცანაა – ურთიერთობების აღდგენა და ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტთა შორის მეგობრული კავშირების და ურთიერთობების მოგვარება.

თბილისი, 4 ნოემბერი. ახალი ამბები - საქართველო“, ნინო წითლანაძე.  ხუთშაბათს თბილისში გაიხსნა რუსეთისა  და დსთ–ის სხვა ქვეყნების კინოს ფესტივალი – პირველად უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველო თანამედროზე რუსულენოვან კინოს ასეთ მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს.

ფესტივალის პროგრამაშია – დაახლოებით 30 მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმები, რომლებმაც ბოლო დროს რუსეთსა და დსთ–ის სხვა ქვეყნებში მაყურებელთა აღიარება დაიმსახურეს უმსხვილს სამამაულო და საერთაშორისო ფესტივალებზე. ფესტივალი რეჟისორ ვ.ტოდოროვსკის გახმაურებული ფილმის „სტილიაგების“ ჩვენებით გაიხსნება.

„ფესტივალის ჩატარების იდეა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა... შეიძლება ითქვას, რომ ეს მოხდა ერთდროულად ხელოვნებისა და კულტურათაშორისო დიალოგის საერთაშორისო ფონდის დაარსებასთან. მანამდე არსებობდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მთელ რიგ აქციებს მართავდა და ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფონდი, რომელიც იგივე საქმით დაკავდებოდა. რუსული კინოს ფესტივალი თბილისში – ამ სტატუსით ჩვენი ერთ–ერთი პირველი პროექტია“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ფესტივალის დირექორმა მზია კუტივაძემ.

როგორც ფესტივალის პროდიუსერმა კონსტანტინ ლუზინიან–რიჟინაშვილმა განაცხადა, ფორმატი ითვალისწინებს მაყურებელთა განსხვავებულ შემადგენლობას. „ჩვენი ფორმატი ძალიან ფართოა – დაწყებული „ელდარ რიაზანოვი წარმოგიდგენთ“ დამთავრებული „ფესტივალის მეინსტრიმით“. ეს არის დოკუმენტური კინო, რომელსაც ყავს თავისი მაყურებელი, არის ანიმაციაც, რომელსაც ინტერესით ნახავენ ბავშვები“, – აღნიშნა მან.

როგორც ფესტივალის პროგრამულმა დირექტორმა ვიაჩესლავ შმიროვმა განაცხადა, პრინციპი, რომლის თანახმად არჩევდნენ ფილმებს საკმაოდ სტიქიური იყო.

„პროგრამა თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა და გვინდოდა ჩაგვერთო მასში რაც შეიძლება მეტი ფილმი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ცოტა ინფორმაცია გაგვაჩნია თანამედროვე ქართულ კინოზე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა – წარმოვადგინოთ  თანამედროვე რუსული კინოს რაც შეიძლება სრული პანორამა“, – განაცხადა შმიროვმა.

ფესტივალის პრეზიდენტმა ელდარ რიაზანოვმა აღნიშნა, რომ ფესტივალის ერთადერთი ამოცანაა –  ურთიერთობების აღდგენა და ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტთა შორის მეგობრული კავშირების და ურთიერთობების მოგვარება.

„ჩვენ გვსურს, რომ საპასუხო ნაბიჯი იყოს მოსკოვში ქართული კინოს ფესტივალის ჩატარება. ვაღიარებ, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება დღეს თანამედროვე ქართულ კინოში. თუმცა, ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს ძველი რეჟისორები და მათი ფილმები და ჩვენი თაობების კინემატოგრაფისტთა შორის კავშირები ამ დრომდე არ წყდება“, – განაცხადა რიაზანოვმა და აღნიშნა, რომ სასიამოვნოდ არის გაკვირვებული იმ სითბოთი, რომელიც მას მაყურებელმა „ბებერი ჯაგლაგების“ ჩვენებისას აჩუქა.

„შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იყო ერთ–ერთი საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში, და ამას სრული სერიოზულობით ვაცხადებ, ჩვენება იყო ძალიან თბილი, დარბაზმა შესანიშნავად მიიღო ფილმი. როდესაც ჩვენება დასრულდა მე შემომეხვია აღფრთოვანებული ადამიანები, მე დავინახე მათი თვალები, ისეთი ღიმილი სახეზე, და სინანული, რომ ამ ადამიანებს რუსული ხელოვნების ეს პლასტი წაართვეს. ამან ჩემზე უდიდესი შტაბეჭდილება დატოვა“, – განაცხადა კინორეჟისორმა.

პრესკონფერენციის დასასრულს პაველ ბარდინმა, ფილმ „რუსეთი 88“–ის რეჟისორმა განაცხადა, იმათ მისამართით, ვისთვისაც ამგვარი ფესტივალის თბილისში გამართვა მიუღებელა.

„როდესაც ვიღაც ფიქრობს ომზე, ვინმემ უნდა იფიქროს მშვიდობაზე, ჩვენ ჩამოვიტანეთ საუკეთესო რაც გვაქვს. ჩვენ მოხარულები ვიქნებოდით, ჩვენთან გვენახა საუკეთესო საქართველოდან. და მე მგონია, რომ ამით ომს ნაკლები შანსები ექნება“, – განაცხადა ბარდინმა.

ფესტივალი, რომლის ორგანიზატორებიც არიან ხელოვნების და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი (თბილისი) და პროდიუსერული ცენტრი „კინოცენტრი“ (მოსკოვი), – დსთ–ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის ყველა ფილმის ჩვენება საქართველოს დედაქალაქის უმსხვილეს კინოთეატრ – მულტიპლექს „რუსთაველში“ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სერგეი სოლოვიოვის ფილმების რეტროსპექტივა, ასევე ანიმაციური და დოკუმენტური კინოს პანორამული ჩვენებები (პროგრამების კურატორები არიან – კინომცოდნეები ლარისა ალიუკოვა და ზოია კოშელევა).

ფესტივალის პრემიერების რიცხვში შედიან – რეჟისორ ს.სოლოვიოვის ფილმი „ანა კარენინა“, კ.სერებრენიკოვის ფილმი „მსხვერპლის განსახიერებით“, ა.ბალაბანოვის ფილმი „მორფი“, ვ გრაგოლევას „ერთი ომი“, კ.შაგალოვას ~ „ერთხელ პროვინციაში“, პ.ბარდინის ფილმი „რუსეთი 88“, გ.პანფილოვის  „შეინახო სამუდამოდ“, პ.ლუნგინის ფილმი „მეფე“, ალ.პროშკინის ფილმი „სასწაული“, ა.ფედორჩენკოს ფილმი, ასევე ფილმები უკრანიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან – რ.ბალაიანის „სამოთხის ჩიტები“, კ.მურატოვას ფილმი „მელოდია არღნისთვის“, რ.აბდრაშევის ფილმი „საჩუქარი სტალინს“, ვ.მუსტაფაევის „ეროვნული ბომბი“.

ყველა ახალი ამბავი
0