სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა რაგბისტებს ევროპის 2010 წლის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის

Регби заставка
Регби заставка - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ქართველმა რაგბისტებმა რუსეთის ნაკრების რაგბისტები დაამარცხეს ანგარიშით 38:7. საქართველოს ნაკრებმა ბელგიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული დ მოიპოვა.

თბილისი, 2 ნოემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. ქართული სახელმწიფოს მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა წარმატება მიულოცა რაგბში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს და მადლობას უხდის მათ ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრებზე მოპოვებული გამარჯვებისთვის, განაცხადა სამშაბათს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

 

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა, ქართველმა რაგბისტებმა რუსეთის ნაკრების რაგბისტები დაამარცხეს ანგარიშით 38:7. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ბელგიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო რაგბის IRB Throphy (U20) საგზური მოიპოვა.

”პრეზიდენტი მადლობას უხდის სპორტსმენებს იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ თავისი გამარჯვებით მიანიჭეს მთელ საქართველოს. წარმატება გარანტირებულია მაშინ, როდესაც არის მოტივაცია - უდიდესი მიზანმიმართულება და მონდომება”, - გადმოსცა პრეს-სპიკერმა პრეზიდენტის პოზიცია.

ყველა ახალი ამბავი
0