31 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

გამოწერა
შავი ზღვა – ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.

თბილისი, 31 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. შავი ზღვის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება.

საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო დღე აღინიშნება 1996 წლის 31 ოქტომბრიდან, როდესაც თურქეთის ქალაქ სტამბულში ექვსმა ქვეყანამ საქართველომ, ბულგარეთმა, თურქეთმა, რუმინეთმა, რუსეთმა  და უკრაინამ ხელი მოაწერეს შავი ზღვის გადარჩენის სტრატეგიულ გეგმას.

შავი ზღვა – ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.

ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 2210 .

შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.

მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.

შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაკეტილი წყლის მასივია. ზღვის სიგრძე უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის 1167 კმ-ია (ბურგასი-ქობულეთი). სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია, საიდანაც საქართველოს 320 კმ ეკუთვნის (რუსეთის ფედერაცია-395 კმ, უკრაინა-1340 კმ, რუმინეთი-215 კმ, ბულგარეთი-317 კმ, თურქეთი-1365 კმ).

საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი მთლიანობაში არ გამოირჩევა კლაკნილობით, მკვეთრად გამოხატული ნახევარკუნძულებითა და უბეებით. ნაპირის შედარებით რთული მოხაზულობით აფხაზეთი გამოირჩევა. აქ გამოკვეთილია ბიჭვინთის, სოუქსოს, წითელი შუქურისა და კოდორის ნახევარკუნძულები (კონცხები) მათ შორის მოქცეული მიუსერის, ახალი ათონის, სოხუმისა და ოჩამჩირის უბე-ყურეებით.

ყველა ახალი ამბავი
0