მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ იემენიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების მიღება აკრძალეს

გამოწერა
ამერიკულმა საფოსტო–ლოგისტიკურმა კომპანიებმა United Parcel Services (UPS) და FedEx–მა შეწყვიტეს ამანათების მიღება და გაგზავნა იემენიდან, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

თბილისი, 31 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დროებით უარი განაცხადეს იემენიდან საავიაციო ტრანსპორტით გადასატანი ნებისმიერი ტვირთის მიღებაზე მას შემდეგ, რაც ლონდონის აეროპორტში კომპანია UPS–ის სატვირთო თვითმფრინავში და დუბაიში კომპანია FedEx–ის საწყობში აღმოჩენილი იქნა აშშ–ში გასამგზავრი ასაფეტქებელი მოწყობილობებით ამანათი, იუწყება კვირას სააგენტო „ასოშიეტიდ პრესი“.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ გადმოსცემს, ანალოგიური ზომები მოიმოქმედა გერმანიის ხელისუფლებამ. ქვეყნის შს მინისტრის ტომას დე მაზერას ტქმით, ამ დღიდან გამოირიცხება გერმანიაში იემენიდან რაიმე ტვირთის შემოსვლა, ამასთან, აკრძალვა ვრცელდება იმ ტვირთებზეც, რომელბიც ტრანზიტით, გერმანიის გავლით უნდა გადატანილიყო, ხოლო საავიაციო გადაფრენის შემდეგ რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით დანიშნულების ადგილზე იქნებოდნენ მიწოდებული.

მანამდე, ამერიკულმა საფოსტო–ლოგისტიკურმა კომპანიებმა United Parcel Services (UPS) და FedEx–მა შეწყვიტეს ამანათების მიღება და გაგზავნა იემენიდან, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

დედ ბრიტანეთსა და დუბაიში ინციდენტების შემდეგ, აშშ–ში მოხდა UPS–ის კიდევ სამი სატვირთო თვითმფრინავის დათვალიერება – ორის ნიუარკის (ნიუ–ჯერსის შტატი) აეროპორტში და ერთი ფილადელფიის (პენსილვანიის შტატი) აეროპორტში, ასევე ერთი სატვირთო თვითმფრინავის დათვალიერება ნიუ–იორკის აეროპორტში. ამ თვითმფრინავების ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩენილი არ იქნა.

შაბათს იემენის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანში დაკავებულია ქალბატონი, რომელიც ეჭვმიტანილია ფოსტიდან ბომბით ამანათების გაგზავნაში. იემენის სპეცსამსახურები განაგრძობენ ყველა იმ პირთა გამოვლენის ოპერაციას რომლებსაც კავშირი აქვთ ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებასა და გაგზავნაში.

კომპანია UPS მოქმედებს მსოფლიოს 200–ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიაში 425 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის 358 ათასი აშშ–ში. FedEx ასევე არის მსხვილი სატრანსპორტო და საფოსტო–ლოგისტიკური კორპორაცია, რომელსაც მსოფლიოში სატვირთო თვითმფრინავების ყველაზე დიდი ფლოტი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0