დუბაი, 27 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ოთხშაბათს არაბეთის გაერთიანებული საემიროების სიდიდით მეოთხე რას-ელ-ჰაიმის ემირატის მმართველი შეიხი საკრ ბინ მუჰამედ ალ-კასიმი გარდაიცვალა, იუწყება საემიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM.
შეიხი საკრი ემირატს, რომელიც გაერთიანებული საემიროების ფედერაციას 1971 წელს შეუერთდა, 60 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა.
რას-ელ-ჰაიმის ემირატის ახალი მმართველი შეიხ საკრას 54 წლის ვაჟი მემკვიდრეობითი პრინცი შეიხი საუდ ბინ საკრ ალ-კასიმი გახდა.
ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა, დაწეულია სახელმწიფო დროშები, ადგილობრივი არხები გადმოსცემენ სამგლოვიარო მუსიკას და ყორანულ სურებს.
ალ-კასიმის დინასტია ამირატით მე-18 საუკუნიდან ხელმძღვანელობს.
რას-ელ-ხაიმის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აბუ-დაბისა და დუბაის ეკონომიკას, ემირატის მშპ გაერთიანებული საემირობეის მშპ-ს 1,5%-ს შეადგენს.
ეკონომიკის საფუძველს შეადგენს სამშენებლო მასალების - ცემენტის, მინის და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება.
2008 წელს კომპანია RAKIA-მ საქართველოში 155 მილიონ დოლარად ფოთის პორტში სახელმწიფო წილის 100% შეიძინა. 2009 წელს - 1 მილიონ დოლარად ფოთის აეროპორტის სახელმწიფო წილის 98%.