მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ობამამ ადმინისტრაციაში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა რეკორდული რაოდენობა დანიშნა

Белый Дом в Вашингтоне - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეთრი სახლის წარმომადგენელმა შინ ინუიემ (Shin Inouye) დაადასტურა ობამას მიერ ადმინისტრაციაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა რეკორდული რაოდენობა.

თბილისი, 27 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ჩინოვნიკი-ჰომოსექსუალების რაოდენობამ ამერიკული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში რეკორდულ რიცხვს მიაღწია, იუწყება სააგენტო ”ასოშიეტიდ პრესი”.

გავლენიანი გეების და ლესბოსელების ხელისუფლებაში წინსვლის ინსტიტუტის (Gay & Lesbian Leadership Institute) წარმომადგენლის დენის დაისონის (Denis Dison) მონაცემებით, ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 150 ადამიანია, რომელიც არ მალავს თავის მიკუთვნებას სექსუალური უმცირესობისადმი, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ბილ კლინტონის მმართველობის დროს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში იმყოფებოდა სექსუალური უმცირესობის 140 წარმომადგენელი. ამასთან, ობამამ თეთრ სახლში ვადის მხოლოდ ნახევარი გაატარა, ხოლო კლინტონი ორჯერ იყო არჩეული ამ პოსტზე.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა შინ ინუიემ (Shin Inouye) დაადასტურა ობამას მიერ ადმინისტრაციაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა რეკორდული რაოდენობა.

”ობამა ამაყობს, რომ მისი დანიშვნები ასახავს ამერიკული საზოგადოების მრავალფეროვენბას”, - აღნიშნა ინუიემ.

ამჟამად ყველაზე მაღალჩინოსანი გეი ობამას ადმინისტრაციაში არის პერსონალის სამმართველოს უფროსი ჯონ ბერი, რომელიც მანამდე ვაშინგტონის ეროვნულ ზოოპარკის ხელმძღვანელი იყო. ლესბოსელი ნენსი სატლი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეკოლოგიური პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელობს, ხოლო ტრანსსექსუალი ამანდა სიმპსონი ვაჭრობის სამინისტროში უფროს მრჩევლად მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0