ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე სომხეთში გარდაცვლილები იპოვეს

გამოწერა
”რუსეთის მოქალაქეების, სამხედრო მოსამსხურეების - 27 წლის არმენ ზახარიანის და 39 წლის არტურ ენოკიანის ცხედრები სასაზღვრო სამმართველოს დასასვენებელ ოთახში იქნა აღმოჩენილი”.

თბილისი, 25 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. შაბათს ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსეთის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ორი სამხედრო მოსამსახურის ცხედრები, იუწყება ორშაბათს სომხეთის პოლიციის პრეს-სამსახური.

”რუსეთის მოქალაქეების, სამხედრო მოსამსხურეების - 27 წლის არმენ ზახარიანის და 39 წლის არტურ ენოკიანის ცხედრები, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით რუსეთის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დასასვენებელ ოთახში იქნა აღმოჩენილი”, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარის ვითარებები დგინდება.

გამოძიებას აწარმოებს რუსეთის ფედერაციის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის განყოფილება, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ყველა ახალი ამბავი
0