სომხეთმა ბაყაყების ექსპორტი შეწყვიტა

გამოწერა
ალექსანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა ცდილობს მხარი დაუჭიროს წყლის ცხოველების, და მათგან მიღებული პროდუქტების ექსპორტს, თუმცა, ამ წელს განხორციელდა მხოლოდ თევზისა და კიბორჩხალის ექსპორტი.

თბილისი, 25 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. სომხეთმა შეწყვიტა ბაყაყების ექსპორტი, რადგან პროგრამამ არ გაამართლა, განაცხადა ორშაბათს სომხურმა ინტერნეტ-პორტალმა სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონტროლო-გამშვები პუნქტების კოორდინაციის განყოფილების უფროსზე ალექსანდრ ალექსანიანზე დაყრდნობით.

”ბაყაყების ექსპორტი სომხეთიდან იყო პილოტური პროგრამა, თუმცა, მან გარკვეული მიზეზების გამო არ გაამართლა”, - განაცხადა ალექსანიანმა.

გასულ წელს სომხეთიდან გატანილი იქნა იტალიაში 600 კილო ბაყაყი და საფრანგეთში - 5 ტონა, იუწყება ”ახალი ამბები - სომხეთი”.

ალექსანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა ცდილობს მხარი დაუჭიროს წყლის ცხოველების, ჰიდრობიონტების და მათგან მიღებული პროდუქტების ექსპორტს, თუმცა, ამ წელს განხორციელდა მხოლოდ თევზისა და კიბორჩხალის ექსპორტი.

მისი მონაცემებით, წელს სომხეთიდან გატანილია 150 ტონა თევზი.

სომხეთიდან თევზის გატანა, ძირითადად, ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო შესაბამის სერტიფიკატებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო.

”რაც შეეხება წყლის სხვა ცხოველებს, ამჟამად მათი ექსპორტი შეწყვეტილია”, - განაცხადა ჩინოვნიკმა.

ყველა ახალი ამბავი
0