ლეიბორისტებმა საქართველოს ხელისუფლება ”ინტერნეტ-მიმოწერის კონტროლში” ამხილეს

გამოწერა
ოპოზიციონერის ინფორმაციით, ინტერნეტ-სივრცის კონტროლი ხორციელდება იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმის ხელშეწყობით, რომელიც კომპანია ”კავკასუს ნეტვორკის” მფლობელია.

თბილისი, 22 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ეკა ჯავახია. საქართველოს ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ინტერნეტ მომხმარებლების მიმოწერაზე სრული კონტროლის დადგენის მცდელობაში ადანაშაულებს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტია ქსელის ქართველი მომხმარებლების ინტერესების დასაცავად აპირებს ”კიბერსივრცის დაცვის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში შეტანას.

 

”რეჟიმის გამტკიცების მიზნით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ კმაყოფილდება სატელეფონო საუბრების ტოტალური მოსმენის განხორციელებით, ეხლა ხელისუფლება შეუდგა ინტერნეტში მიმოწერის კონტროლს. დანაშაულებრივი რეჟიმის წყალობით, ქვეყნის ინტერნეტ-სივრცე გადაიქცევა ”კიბერ-საფრთხეთ”: ამჟამად ძალოვანი სტრუქტურები შეძლებენ სრული ინფორმაციის მიღებას ინტერნეტ-ქსელის ქართველი მომხმარებლების შესახებ”, - განაცხადა ჯიბლაძემ.

 

ოპოზიციონერის ინფორმაციით, ინტერნეტ-სივრცის კონტროლი ხორციელდება იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმის ხელშეწყობით, რომელიც კომპანია ”კავკასუს ნეტვორკის” მფლობელია.

 

როგორც ჯიბლაძემ განაცხადა, კომპანიამ ”სრულად გადათხარა დედაქალაქი, რომ ყველა მომხმარებლამდე მიეყვანა ისეთი გაძლიერებული ინტერნეტ ქსელი, რომლის დახმარებით ის უკეთ შეძლებს მომხმარებლის პირადი მიმოწერის გაკონტროლებას”.

 

ლეიბორისტების წარმომადგენელმა მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ Skype-ში და სხვა საკომუნიკაციო ქსელებში მიმოწერისგან იმ თემებზე, რომელბიც არ შედის მათ ინტერესებში.

 

როგორც ჯიბლაძემ აღნიშნა, ქვეყნების უმეტესობაში ინტერნეტ-სივრცის დაცვა და უსაფრთხოება კონტროლდება სპეციალური კანონმდებლობით და საქართველოში აუცილებელია ამგვარი ნორმების მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0