მოლაშვილი ამტკიცებს, რომ ევროსასამართლოს მოსარჩელეებზე ზეწოლა ხორციელდება

გამოწერა
”თავისუფალი აზრის სახლის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა სულხან მოლაშვილმა საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლის შესახებ განაცხადა, რომელთა საქმეებსაც ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო განიხილავს.

თბილისი, 21 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი აზრის სახლის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა სულხან მოლაშვილმა საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლის შესახებ განაცხადა, რომელთა საქმეებსაც სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო განიხილავს.

”პატიმართა მდგომარეობა აუტანელია. ადამიანებზე, რომელთა საქმეებიც სტრასბურგის სასამართლოშია, ზეწოლა ხორციელდება. საქართველოდან 120 სარჩელი უკვე წარმოებაშია და სარჩელის შემტან ადამიანებს განსაკუთრებით დაუნდობლად ექცევიან”, - ამტკიცებს მოლაშვილი.

”თავისუფალი აზრის სახლი” მოუწოდებს საქართველოს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, შევიმუშაოთ საერთო დეკლარაცია პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს პატიმრებს, რომ მათ საკუთარი უფლებების დასაცავად მაქსიმალურად გამოიყენონ პროცედურები, რომელთაც ევროპული სასამართლო ითვალისწინებს”, - განაცხადა მოლაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0