ლეიბორისტები ხელისუფლებას ბენზინის ფასებით მანიპულაციაში ადანაშაულებენ

გამოწერა
ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ბენზინის ფასებით მანიპულაციაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

თბილისი, 21 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ბენზინის ფასებით მანიპულაციაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

”საქართველოში ბენზინზე ფასის ზრდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აზერბაიჯანი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დირექტივის მიხედვით ხორციელდება”, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

”ჩვენ მივმართავთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლისთვისაც, ვიმედოვნებთ, მნიშვნელოვანია ორ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობები, მიიღოს შესაბამისი და კონკრეტული ზომები მონოპოლისტი ნავთობკომპანიების წინააღმდეგ, რათა აიკრძალოს მათი ბანდიტური საქმიანობა”, - განაცხადა გუგავამ.

მისი თქმით, საქართველოში ფასები ბენზინზე რეალური ღირებულების თანახმად უნდა რეგულირდებოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0