თბილისი, 21 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ძველი თბილისის რაიონის გამომძიებელი პაატა კიკალეიშვილი თაღლითობის ბრალდებით დააკავა, იუწყება ხუთშაბათს შსს-ს პრეს-სამსახური.
კიკალეიშვილი ეჭვმიტანილია მოქალაქისგან თაღლითობის გზით 800 აშშ დოლარის გამოძალვაში, რათა მოეგვარებინა სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებული პრობლემა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კიკალეიშვილს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.