მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ მიიჩნევს, რომ ვმო-ში აშშ-ის შესვლის პროცესი შესაძლოა წლის განმავლობაში დასრულდეს

გამოწერა
სააგენტო ”რია ნოვოსტის” განცხადებით, სამერსმა მოლაპარაკებები გამართა მოსკოვში პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან და რუსეთის ვმო-ში შესვლის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აღნიშნა.

მოსკოვი, 20 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. რუსეთის ვმო-ში შესვლის პროცესში შესაძლოა ერთი წლის განმავლობაში დასრულდეს, განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლორენს სამერსმა (Lawrence H.Summers) ოთხშაბათს ჟურნალისტებს.

”იმედი მაქვს, პროცესი 12 თვის განმავლობაში დასრულდება”, - განაცხადა მან.

სააგენტო ”რია ნოვოსტის” განცხადებით, სამერსმა მოლაპარაკებები გამართა მოსკოვში პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან და რუსეთის ვმო-ში შესვლის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აღნიშნა.

”პროცესის დასრულება ხედვის ფარგლებშია”, - განაცხადა სამერსმა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ”ზეიმის დრო არ დამდგარა”.

რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს ვმო-ში გაწევრიანებას, იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივ, ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები და პროცედურა ხუთ-შვიდ წელიწადს გრძელდება.

როგორც სამერსმა განაცხადა, ”ამჟამად არსებობს ურთიერთგაგება, თუმცა, დარჩენილია დოკუმენტაციის საკითხის გადაჭრა”. ამასთან მან უარი თქვა კონკრეტული პრობლემების დასახელებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

”ჩვენ გვსურს გარკვეული ვალდებულებები მივიღოთ რუსეთისგან, აუცილებელია შესაბამისი სავაჭრო პრაქტიკა. ჩვენ არაფერზე მოგვიწერია ხელი, თუმცა, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენს შორის მიღწეულია ურთიერთგაგება. თუ ჩვენ დოკუმენტაციის პროცესს წინ წავწევთ, აშშ მხარს დაუჭერს რუსეთის შესვლას ვმო-ში”, - განაცხადა სამერსმა.

”ჩვენ აშშ-ში კმაყოფილები ვართ იმით, რის მიღწევაც მოვახერხეთ. მე მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ამერიკული საქმიანი წრეების ლიდერთა ჯგუფს, რომლებიც რუსეთში წარმოადგენენ ამერიკულ კომპანიებს. მე გამაოცა შესაძლებლობებმა, რომლებსაც ისინი რუსულ ბაზარზე ხედავენ. ეს პასუხობს ბარაკ ობამას ამოცანას, გააორმაგოს ექსპორტი”, - აღნიშნა სამერსმა.

რუსეთის ვმო-ში მიღების პროცესი, როგორც სამერსმა განმარტა, ორგანიზაციის ყველა წევრის კონსენსუსს მოითხოვს. ”ამერიკის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა ქვეყნები მასზე ახდენენ ორიენტაციას”, - მიიჩნევს ობამას მრჩეველი.

მისი თქმით, პრობლემა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს მოლაპარაკებები არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც.

კერძოდ, არის პრობლემა საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ვმო-ში გაწევრიანებას მხარი შეიძლება არ დაუჭიროს მანამდე, სანამ არ გადაწყდება საბაჟო პუნქტების ლეგალიზების საკითხი საზღვრის აფხაზეთის და სამხრეთოსურ მონაკვეთებზე.

”ჩვენ ვაღიარეთ კრეატიული გადაწყვეტილების აუცილებლობა, რომელიც მოგვეხმარებოდა, ისე გაგვეკეთებინა, რომ ვითარება საქართველოში რუსეთის ვმო-ში ინტეგრაციის დაბრკოლება არ გახდეს”, - განაცხადა სამერსმა, მაგრამ დეტალები არ გაუშიფრავს.

ასევე რუსეთმა უნდა დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს საექსპორტო მოსაკრებელი ტყეზე, რომელიც რუსეთს სურდა, რომ 2010 წლიდან განსაზღვრულ დონემდე დაეყვანა, მაგრამ შემდეგ შემოიღო მორატორიუმი მათ გაზრდაზე, რაც ბევრად გამოიწვია ფინეთის თხოვნამ.

ყველა ახალი ამბავი
0