ქართველი მინისტრი თურქეთში რკინიგზის მშენებლობის საკითხებს განიხილავს

გამოწერა
თურქეთში საქართველოს რეგიონული განვითარებისდ და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვედრების მთავარი თემა საქართველოდან თურქეთში რკინიგზის მშენებლობა იქნება.

თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. თურქეთში საქართველოს რეგიონული განვითარებისდ და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვედრების მთავარი თემა საქართველოდან თურქეთში რკინიგზის მშენებლობა იქნება. ვიზიტი ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” სამინისტროს პრეს-სამსახურში ოთხშაბათს.

ვიზიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს მინისტრის შეხვედრაზე საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლევანტ მურატ ბურჰანთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სარკინიგზო ხაზის ”მარაბდა-თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახიs” მშენებლობის სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე.

თურქეთის ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ვიზიტი სასარგებლო იქნება როგორც სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, ასევე ქვეყნების უფრო მეტად დაახლოების თვალსაზრისითაც.   

ნიკოლაიშვილის თურქეთში ვიზიტის მსვლელობის დროს დაგეგმილია შეხვედრები ამ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრთან და სახელმწიფო მინისტრთან.


ყველა ახალი ამბავი
0