მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინის პარლამენტის ტრიბუნა დაბლოკეს

გამოწერა
ოთხშაბათს იულია ტიმოშენკოს ოპოზიციური ბლოკის დეპუტატებმა უმაღლესი რადის სხდომის წინ პარლამენტის ტრიბუნა დაბლოკეს, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ოთხშაბათს იულია ტიმოშენკოს ოპოზიციური ბლოკის დეპუტატებმა უმაღლესი რადის სხდომის წინ პარლამენტის ტრიბუნა დაბლოკეს, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ტრიბუნასთან გამოკრულია პლაკატები წარწერებით - ”ეკონომიკური ჩავარდნა - უკვე დღეს!”, ”გამანადგურებელი ფასები და ტარიფები - უკვე დღეს!”. იულია ტიმოშენკოს ბლოკის დეპუტატები განთავსდნენ ტრიბუნასთან სკამებზე, საუბრობენ და გაზეთებს კითხულობენ.

კარი, რომლითაც, ჩვეულებრივ, სპიკერი ვლადიმირ ლიტვინი სარგებლობს, სკამით არის დაკეტილი.

მიმდინარე კვირაში ტიმოშენკოს ბლოკის ფრაქციამ უკრაინის მთავრობის გადადგომაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ის მთავრობას ფასების ზრდაში ადანაშაულებს, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.


ყველა ახალი ამბავი
0