თბილისი, 15 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. სომხეთის 40-ზე მეტ მკვიდრს აშშ-ში ბრალი ედება სამედიცინო დაზღვევის თაღლითური სქემის შექმნაში, რომლის თანახმად ქვეყანამ 100 მილიონი დოლარის ზარალი მიიღი, განაცხადა ხუთშაბათს სამხრეთის ოლქის პროკურორმა პრიტ ბხარარამ.
ეს აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი თაღლითური სქემაა სადაზღვევო მედიცინაში, ნათქვამია პრეს-რელიზში, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთი”.
გამოძიების თანახმად, სომხური კლანი აშშ-ის 25 შტატში 118 კლინიკას ფლობდა, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობდნენ, თუმცა, რეგულარულად აფორმებდნენ სადაზღვევო კომპენსაციებს რეალური ექიმებისგან, რომელთა მონაცემების მოპარული იქნა.
”ექიმ-პაციენტის ქმედეები იყო სრული ფიქცია, მაშინ როდესაც ამაში რეალური ფული მიდიოდა”, - იუწყება პროკურატურა.
ხუთშაბათს დაკავებული იქნა დანაშაულებრივი ორგანიზაციის 41 წევრი, დანარჩენები ძებნაში იმყოფებიან. პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ჯგუფის 28 მონაწილეს ასევე წაყენებული აქვს ბრალდებები რეკეტში. კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ცნობილია როგორც არმენ კაზარიანის და რობერტ ტერჯანიანის დაჯგუფება ძირითადად ნიუ-იორკში და ლოს-ანჟელესში მოქმედებდა და მჭიდრო კავშირები გააჩნდა სომხეთის კრიმინალურ დაჯგუფებასთან.