საქართველოში ფინანსთა მინისტრის მოადგილესთვის ქრთამის შეთავაზების გამო დაკავებულია ორი ისრაელელი ბიზნესმენი

გამოწერა
ისრაელის მოქალაქეებმა შვიდი მილიონი დოლარი შესთავაზეს მინისტრის მაოდგილეს, რათა მას ზეწოლა მოეხდინა მთავრობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამრთლოს განაჩენი.

 

 

თბილისი, 15 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს პროკურატურამ დააკავა ისრაელის მოქალაქეები – ზეევ ფრენკელი და რონი ფუკსი, რომლებიც კომპანია Tramex International Inc–ის მეწილეები არიან. ისინი ეჭვმიტანილები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთვის, ავთანდილ ხარაიძესთვის ქრთამის შეთავაზებაში, – განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.

 

გამოძიების თანახმად, ისრაელის მოქალაქეებმა შვიდი მილიონი დოლარი შესთავაზეს მინისტრის მაოდგილეს, რათა მას ზეწოლა მოეხდინა მთავრობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამრთლოს განაჩენი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კომპანია Tramex International Inc–ის სასარგებლოდ, 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვცესტიციების დაბრუნების შესახებ.

90–იანი წლების დასაწყისში Tramex–მა დაიწყო ნავთობსადენის ბაქო–ბათუმის აღდგენა. კომპანიამ სუფსაში, პირველი ტერმინალის მშენებლობაში ჩადო ინვესტიციები, თუმცა, ის საქართველოში მომხდარი სამოქალაქო ომის პერიოდში იქნა აფეთქებული. მაშინ კომპანიამ შეწყვიტა თავისი ბიზნესი საქართველოში. ნავთობსადენი გადაცემული იქნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბალანსზე, რომელიც ამჟამად, ბაქო–სუფსას პროექტის ფარგლებში, ახორციელებს მილის 70 კილომეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციას. ჯერ კიდევ 2004 წელს კომპანია Tramex აცხადებდა, რომ აღნიშნული სფეროს განვითარებაში მას გარკვეული სახსრები აქვს ინვესტირებული და აპირებდა სარჩელის შეტანას საერთაშორისო არბიტრაჟში, 350 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციების დასაბრუნებლად.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0