თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები და დამატებები მიიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანა 2013 წლიდან სახელმწიფო მართვის ახალ მოდელზე გადავა. კონსტიტუციის ახალ პროექტს მხარი დაუჭირა 112-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა - ხუთი.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა, წარმოადგენს „შერეული მმართველობის ფორმას“. ახალი დოკუმენტი არსებითად აძლიერებს მთავრობის როლს, კერძოდ, პრეზიდენტის რიგი უფლებები პრემიერ–მინისტრს გადაეცემა.
კონსტიტუციის ახალი მოდელი ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას და ამის გადანაწილებას პარლამენტსა და მტავრობას შორის. კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყანაში იქნება ძლიერი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე ძლიერი პრეზიდენტი. გარდა ამისა, გათვალისწინებული სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერება.
ცვლილებები ძალაში სრულად 2013 წლის შემდეგ, მორიგი საპარლამენტო (2012 წელს) და საპრეზიდენტო (2013 წელს) არჩევნების შემდეგ შევა.
წარმოდგენილ ვარიანტში გართულებულია კონსტიტუციის გადახედვის პროცედურები, მათ შორის ის, რომ კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპების ცვლილებები მომავალში ორი მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
კონსტიტუციის ნაწილი ძალაში 2011 წლის იანვრიდან შევა - თავი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ძირითადი პრინციპების შესახებ გამოყოფილია ”სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებისგან”. ახალი მოდელის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობას აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი ორგანოების აუცილებელ შესაბამის სამართლებრივი და ფინანსურ-მატერიალური პირობების შექმნას უზრუნველყოფს.