თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. მოსკოვის შეშფოთების მთავარი საბაბი საქართველოს წარმატებაა და არა ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება, განაცხადა პარასკევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის ვიზების გაუქმებაზე რუსეთის მწვავე რეაქციის შესახებ კომენტარისას.
საქართველოს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის სუბიექტებზე, კერძოდ, დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეის რესპუბლიკებში ჩაწერილ ან ოფიციალურად რეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, უვიზოდ გადმოკვეთონ საზღვარი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ”პროვოკაციული”.
მინისტრის განცხადებით, ოფიციალური თბილისი, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისას, მხოლოდ ჰუმანიტარულის შეხედულებებით ხელმძღვანელობდა. იმავე ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, რომელთა ინტერესებიც გათვალისწინებულ იქნა, აღნიშნა ვაშაძემ.
”ჩვენ ვხსნით საკუთარ საზღვარს, რომ ყველას ვაჩვენოთ - ჩვენი ქვეყანა, კრემლის განცხადებების საპირისპიროდ - რომ საქართველო შეუმდგარი ქვეყანაა, წარმატებულია”, - განაცხადა ვაშაძემ.
მოსკოვის მხრიდან ცალმხრივ ქმედებებთან მიმართებით გამოთქმულ საყვედურთან დაკავშირებით ვაშაძემ გაიხსენა, რომ ”რუსეთს თავის დროზე, 2000 წლის შემდეგ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ თბილისთან საკუთარი გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია”.