თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველო რუსეთის ფედერაციის ვმო-ში (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) გაწევრიანების წინააღმდეგ არ წავა, თუ მოსკოვი ყველა წესს და პროცედურას დაიცავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
”თუ რუსეთი ვმო-ს ყველა წესს დაიცავს, თუ რუსეთი მზადაა, ვმოს-ყველა პროცედურას პატივი სცეს, მაშინ საქართველოს ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექნება”, - განაცხადა მან პარასკევს პრესკონფერენციაზე.
7 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, რომ თბილისი რუსეთის განაცხადს ვმო-ში შესვლასთან დაკავშირებით მანამდე არ დაუჭერს მხარს, სანამ მოსკოვი არ შეასრულებს აფზაურ და სამხრეთოსურ საზღვრებზე საბაჟო პუნქტების მუშაობასთნ დაკავშირებულ პირობებს. ეს განცხადება მოჰყვა რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეთანხმებას აშშ-ის პრინციპული თანხმობის შესახებ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, რომელსაც რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს.
საქართველო რუსეთის ცივილიზებულ ორგანიზაციებში გაწევრიანების მომხრეა, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო), ”მაგრამ ამისთვის რუსეთმა ამ ცივილიზებული ორგანიზაციების პრინციპები უნდა შეასრულოს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა.
”მთავარი, რასაც საქართველო ითხოვს, ეს ამ ორგანიზაციის კონკრეტული პრინციპების შესრულებაა”, ”ვმო-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი საბაჟო და სასაზღვრო პუნქტების გამჭვირვალობაა. სამწუხაროდ, ორი სასაზღვრო მონაკვეთი საქართველოსა და რუსეთს შორის (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე) ამ პრინციპებს არ პასუხობს”, - აღნიშნა გილაურმა.