თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ხუთშაბათს 15:45 საათზე ონის რაიონის სოფელ ქვედაში მიწისძვრა 3,1 მაგნიტუდით დაფიქსირდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტნ პარასკევს სეისმოლოგიურ ცენტრში.
”მიწისძვრა სუსტი იყო. მიწისქვეშა ბიძგები მხოლოდ ეპიცენტრში იგრძნობოდა”, - აღნიშნა სეისმოლოგიური ცენტრის წარმომადგენელმა.
რაჭა საქართველოში სეისმურად ყველაზე აქტიურ ზონად ითვლება.
ამ თვეში ეს უკვე მესამე მიწისძვრაა საქართველოში. 13 ოქტომბერს სუსტი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა დმანისის რაიონში, ხოლო დაახლოებით ათი დღის წინ - თბილისში.