ცხინვალის მოწოდებას ქართველებისადმი ახალგორში დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისში ”პროპაგანდა”უწოდეს

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ცხინვალის განცხადებას ახალგორში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ზედამხედველობით ქართული მოსახლეობის დაბრუნების შესახებ ”პროპაგანდას” უწოდებს.

 

თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ცხინვალის განცხადებას ახალგორში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ზედამხედველობით ქართული მოსახლეობის დაბრუნების შესახებ ”პროპაგანდას” უწოდებს. 

სამხრეთოსური მხარე ამ რაიონს ძველ დასახელებას - ლენინგორს უწოდებს. ცხინვალის წარმომადგენლები ხუთშაბათს ჟენევის მოლაპარაკებებზე გამოვიდნენ განცხადებით, რომ მზად არიან, გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ზედამხედველობით უწინდელ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნდნენ ქართველები, რომელთაც 2008 წლის ომის შემდეგ ლენინგორის რაიონი დატოვეს. ამავე დროს, განცხადებაში ამტკიცებდნენ, რომ ქართულმა მოსახლეობამ რაიონი ”საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდის და მუქარის გავლენით” დატოვა და ახლა ”აშშ-ის და ევროკავშირის ფულით აშენებულ დასახლებაში იყინებიან”.

”რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ასეთ განცხადებებს, მით უკეთესი... ეს ყველაფერი საოკუპაციო რეჟიმების პროპაგანდისტული სისულელეებია”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ”ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების პრობლემების შესახებ ყველამ იცის”.

”როგორ ”არავინ უშლის ხელს” ქართველებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ცხოვრებას, დამტკიცებულია, მათ შორის მობილური ტელეფონებით გადაღებული სურათებით და ამის ნახვა Yotube-ზე ყველას შეუძლია - როგორ კლავენ ქალებს, ბავშვებს, აძევებენ იქიდან და ეს ტალიავინის დასკვნაშიც დაფიქსირებულია”, - განაცხადა ვაშაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0