თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. პარასკევს, 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის კენჭისყრაზე საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტს ბოლო, მესამე მოსმენით გამოიტანენ.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა, წარმოადგენს „შერეული მმართველობის ფორმას“. ახალი დოკუმენტი არსებითად აძლიერებს მთავრობის როლს, კერძოდ, პრეზიდენტის რიგი უფლებები პრემიერ–მინისტრს გადაეცემა.
ოპოზიციის მოთხოვნით კონსტიტუციის პროექტიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი ”საპრეზიდენტო კანდიდატურებისთვის ცენზების დამატება შეიძლება განისაზღვროს ცალკეული კანონით”, ასევე შეტანილია ცვლილებები პრეზიდენტობის კანდიდატის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ვადებში: ამ თანამდებობაზე კანდიდატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ხუთი წელი და ქვეყანაში ცხოვრობს ბოლო სამი წლის მანძილზე. ასევე შემცირდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოხატვის ვადა კიდევ ხუთი დღით.
პარლამენტს ენიჭება უფლება, გამოხატოს უნდობლობა მთავრობისადმი, ხოლო მთავრობას უფლება ეძლევა, უნდობლობა გამოუცხადოს ნებისმიერ კანონპროექტს. პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის უთანხმოების შემთხვევაში, არბიტრის როლი ენიჭება.
ახალი კონსტიტუცია ასევე ითვალიწინებს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას. ამ მიზნით სასამართლოების - საქალაქო და სააპელაციო - მოსამართლეებს დანიშნავენ მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც, ხელისუფლების აზრით, მათი დამოუკიდებლობის გარანტი გახდება.
პროექტის შესაბამისად, ახალი კონსტიტუცია ძალაში 2013 წელს, საპარლამენტო (2012 წელს) და საპრეზიდენტო (2013 წელს) არჩევნების შემდეგ შევა.