რუსული მხარე პერევიდან თავის საგუშაგოს გაიყვანს

გამოწერა
საჩხერის რაიონის სოფელ პერევში განთავსებული რუსული სასაზღვრო ჯარი ადმინისტრაციულ საზღვრის შიგნით სიღრმეში გადაინაცვლებს, იუწყება გაეროს რადიო ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის შედეგების მიხედვით.

 

თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საჩხერის რაიონის სოფელ პერევში განთავსებული  რუსული სასაზღვრო ჯარი ადმინისტრაციულ საზღვრის შიგნით სიღრმეში გადაინაცვლებს, იუწყება გაეროს რადიო ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის შედეგების მიხედვით.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში ხუთშაბათს გაიმართა.

”თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი დადებითი მომენტი გახდა რუსეთის გადაწყვეტილება პერევში გამშვები პუნქტის დახურვის თაობაზე”, - იუწყება გაეროს რადიოსადგური.

განცხადება პერევიდან რუსული ჯარის გამოყვანის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

რადიოსადგურ ”თავისუფლების” პროგრამის ”ეხო კავკაზა” მიმომხილველი ცხინვალიდან ალან პარასტაევი აღნიშნავს, რომ ”ეს სუფთა ტექნიკური ზომაა, რადგანაც სასაზღვრო პუნქტი ქართულ ტერიტორიაზე იდგა”.

”ამას ყველა აღიარებდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის (საგუშაგო) იქ იდგა, რომ გასასვლელი ოსურ ანკლავურ სოფელ კაზმანში ქართულ დე-იურე სოფელ პერევზე გადიოდა. სოფელ კაზმანის მოსახლეობის უსაფრთხო გასვლის უზრუნველსაყოფად საგუშაგო გაიმართა...”, - აცხადებს პარასტაევი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე რუსული მხარე 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, კერძოდ, მეხუთე პუნქტის შეუსრულებლობაში არაერთხელ დაადანაშაულა, რომელიც რუსული ძალების საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ”შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მოქმედებების საზღვრებს გარეთ საქართველოს ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია განახორციელეს - ახალგორის რაიონის, სოფელ პერევის და ზემო აფხაზეთის”.

რუსული მასმედია იუწყება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოლაპარაკებებზე პერევიდან საგუშაგოს გამოყვანის შესახებ განცხადებისას, აღნიშნა, რომ მოსკოვი თბილისისგან ვითარების ნორმალიზებისკენ მიმართულ ზომებს ელოდება. ამასთან, კარასინმა განაცხადა, რომ ”როცა ჩვენი მესაზღვრეები გადაიწევენ, სამხრეთ ოსეთის საზღვარი სრულად გაფორმდება, ხოლო რესპუბლიკის ტერიტორია მთლიანად რუსი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ იქნება...”.

ამასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ოფიციალური თბილისი კომენტარს გააკეთებს.

მოლაპარაკებების ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ, გაეროს ხელმძღვანლის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს საკითხებში ანტი ტურუნენმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე ღია და გულწრფელი დისკუსია გაიმართა, რომლის დროსაც დამაიმედებელი სიგნალები გაისმა.

მან ამის თაობაზე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მისი კოლეგები მონაწილეობდნენ: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიერ მორელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური ელჩი ბოლატ ნურგალიევი.

უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებში სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა შეფასებით, რეგიონში ვითარება ”მშვიდია, მაგრამ სათუთი”. განსაკუთრები ყურადღება დაიმსახურა ევროპის საბჭოს მოხსენებამ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ. თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი დადებითი მომენტი პერევში გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება გახდა. ამავე დროს, იმედგაცრუება გამოიწვია ზოგიერთი მონაწილის უარმა ჰუმანიტარულ საკითხებში სამუშაო ჯგუფის სესიაზე მისვლაზე, სადაც გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა განიხილეს.

შემდეგი სესია ჟენევაში 16 დეკემბერს არის დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0